Belive

ალეგრიმ რონალდუს შესაძლო დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიდია იმის ალბათობა, რომ UEFA-მ კრიშტიანუ რონალდუ "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ გაკეთებული ჟესტის გამო, დისკვალიფიკაციით დასაჯოს. ცნობილია, რომ UEFA-ს დისციპლინალური საბჭო აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას 21 მარტს მიიღებს. მანამდე კი "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან რონალდუს შესახებ ისაუბრა. "გამარჯვებას მოედანზე და მის გარეთ ყველა ისე აღნიშნავდა, როგორც უნდოდა. რონალდუს საქციელში ცუდი და უჩვეული ვერაფერი დავინახე. ბანი საჭირო არ არის," - თქვა ალეგრიმ.

სხვა სტატიები