Belive

ალექს მერეტი: "ჯიჯიმ დაამტკიცა, რომ ისევ ნომერ პირველია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლის" მეკარემ ალექს მერეტმა ტურინის "იუვენტუსთან" იტალიის თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ, ლეგენდარული ჯანლუიჯი ბუფონის თამაში შეაფასა.

"პირველივე წუთებიდან მაქსიმალურად დავიხარჯეთ, ძალიან ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. მწვრთნელმა და ნაპოლის პრეზიდენტმა თქვეს, რომ ისინი ჩვენით ამაყობენ.  ჯიჯიმ დღეს დაადასტურა, რომ კვლავ ნომერ პირველია. მან სამი თუ ოთხი წარმოუდგენელი ბურთი მოიგერია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი დიდებული მეტოქის, ჩემი კუმირის წინააღმდეგ ვითამაშე. ეს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ჩვენს გამარჯვებას", - აღნიშნა იტალიის ნაკრებში ბუფონის ერთ-ერთმა მემკვიდრემ.  კოპა იტალიას ფინალის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა, 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში კი უკეთესი ნეაპოლიტანელები აღმოჩნდნენ - 4:2 და ტიტულს ისტორიაში მეექვსედ, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დაეუფლნენ.

სხვა სტატიები