Belive

ალექს ტელეში "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "პორტუმ" შეთანხმებას მიაღწიეს და 27 წლის ალექს ტელეში "წითელ ეშმაკებს" 22 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ შეუერთდება. ამ ზაფხულს ოლე გუნარ სულშერისთვის პრიორიტეტს მარცხენა მცველის პოზიციაზე გუნდის გაძლიერება წარმოადგენდა. ტელეშის გაფორმება ამ პრობლემის გადაჭრაში უნდა დაეხმაროს. სანამ ტელეში "მანჩესტერთან" გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მანამდე ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ტელეშმა "პორტუს" შემადგენლობაში 194 მატჩი გამართა. კონკრეტულად პორტუგალიის ჩემპიონატში კი 129 შეხვედრაში მიიღო მანწილეობა და 21 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები