Belive

ალექსანდერ-არნოლდი: "მსურს, გავხდე ლივერპულის ლეგენდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის თქმით, მას "ლივერპულის" შემადგენლობაში მთელი კარიერის განმავლობაში სურს თამაში, რათა ერთ დღესაც, გუნდის ლეგენდის სტატუსი მოიპოვოს. იურგენ კლოპის ხელმძღვანელობის პერიოდში, 21 წლის ფეხბურთელის ფეხბურთელის პროგრესი თვალსაჩინოა: გერმანელი სპეციალისტი მას სრულ ნდობას უცხადებს და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ ნდობას ინგლისელი მარჯვენა მცველი 100%-ით ამართლებს. ალექსანდერ-არნოლდი პროდუქტიულია როგორც დაცვის ხაზში, ასევე შეტევაშიც. იგი გამოირჩევა ბრძოლისუნარიანობით, შეტევაში აქტიური ჩართულობითა და ფიზიკური გამძლეობით. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში (იგულისხმება ყველა ტურნირი), ალექსანდერ-არნოლდის ანგარიშზე 2 გოლი და 10 საგოლე პასია, რაც მარჯვენა მცველის პოზიციისთვის, შესანიშნავ შედეგს წარმოადგენს. ალექსანდერ-არნოლდმა "ბოქსინგ დეიზე" გამართულ მატჩში, მეორეადგილოსანი "ლესტერის" წინააღმდეგ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა: გაიტანა გოლი და გააკეთა 2 საგოლე გადაცემა.

იხილეთ გოლი

  ლივერპულში დაბადებულ ალექსანდერ-არნოლდს, მთელი კარიერის განმავლობაში "ენფილდზე" თამაში და გუნდის ლეგენდის სტატუსის მოპოვება სურს: "ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი გუნდის ლეგენდა. მსურს, მოვიგო რაც შეიძლება მეტი ტიტული და გავხდე გუნდის კაპიტანი. ცხადია, გუნდის დატოვების შემთხვევაში, ჩემს მიზნებს ვერ მივაღწევ. ასე რომ, გავაკეთებ ყველაფერს, რათა გუნდმა მაქსიმალურად ბევრ წარმატებას მიაღწიოს," აღნიშნა მან Sportbladet-თან საუბრისას. ახალგაზრდა ფეხბურთელმა იურგენ კლოპთან დაკავშირებითაც ისაუბრა: "კლოპი ყოველთვის გვეუსაუბრება და გვაძლევს რჩევებს, თუ როგორ განვვითარდეთ, როგორ დავეხმაროთ გუნდს და როგორ მივაღწიოთ მიზნებს. ეს სწორედ ის სიტყვებია, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელმა უნდა მოისმინოს. ჩვენ გვჭირდება შეგრძნება, რომ მწვრთნელი გვენდობა და გვაძლევს შესაძლებლობას," განაცხადა მან.

სხვა სტატიები