Belive

ალექსანდერ-არნოლდი პრემიერ ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. 21 წლის ინგლისელმა ინდივიდუალური ტიტულისთვის ბრძოლაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები - მარკუს რაშფორდი, ანტონი მარსიალი და მეისონ გრინვუდი, ასევე მეისონ მაუნტი და კრისტიან პულიშიჩი ("ჩელსი"), ჯეკ გრილიში ("ასტონ ვილა") და დინ ჰენდერსონი ("შეფილდი") დაამარცხა. 2019/20 წლების სეზონი ალექსანდერ-არნოლდისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა: "ლივერპულის" 66-მა ნომერმა 13 საგოლე გადაცემა გააკეთა და 4 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1 სეზონში გაკეთებული ასისტების რაოდენობით, ალექსანდერ-არნოლდი, მცველებს შორის, პრემიერ ლიგის რეკორდსმენია. საგოლე გადაცემების რაოდენობით, კლოპის ერთ-ერთი აღმოჩენა მხოლოდ კევინ დე ბრუინეს ჩამორჩა, რომელმაც ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა (20).

იხილეთ ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის ყველა საგოლე გადაცემა 2019/20 წლების სეზონში

სხვა სტატიები