Belive

ალექსანდერ-არნოლდმა კაფუს უპასუხა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" განაპირა მცველმა ტრენ ალექსანდერ-არნოლდმა მის პოზიციაზე მოთამაშე ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის კაფუს სიტყვებს უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი ოქროს ბურთის მოგებასთან ახლოსაა. "ფეხბურთის ლეგენდისგან ამ სიტყვების მოსმენა ძალიან დიდი პატივია. ამის გამო კაფუს მადლობელი ვარ. ვცდილობ ჩემი სათამაშო უნარ-ჩვევები მაქსიმალურად განვავითარო. მთლიანობაში, ფეხბურთი გუნდური თამაშია და აქ ყველაფერი მთლიანად გუნდზეა დამოკიდებული და არა კონკრეტულ მოთამაშეებზე. ის ფეხბურთელები, რომელთან ერთადაც ვვარჯიშობ და სამწვრთნელო შტაბი საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენაში მეხმარებიან. ინდივიდუალური ჯილდოები მხოლოდ ამის შემდეგ მოდის, თუმცა ფეხბურთელის შეფასება მათ გარეშეც შეიძლება",-თქვა 21 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ამ სეზონში 35 მატჩში 2 გატანილი გოლი და 12 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები