Belive

ალექსანდრ-არნოლდს ევრო 2020-ზე უაითი ჩაანაცვლებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის შემცვლელად, გარეთ საუთგეიტმა ევრო 2020-ზე ბენ უაითის წაყვანა გადაწყვიტა. "ლივერპულის" მარჯვენა მცველის ტრავმა ინგლისის ნაკრებისთვის სერიოზული დანაკლისია, თუმცა მას რამდენიმე შემცვლელი ჰყავს - რის ჯეიმსის, კირან ტრიპიესა და კაილ უოკერის სახით, მარჯვენა ფლანგზე მძაფრი კონკურენციაა. რაც შეეხება ბენ უაითს: "ბრაიტონის" ცენტრალურმა მცველმა რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში 90 წუთით ითამაშა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. მისი ევრო 2020-ზე წაყვანა იმითაც არის გამართულებული, რომ "მანჩესტერის" ცენტრალურ მცველს, ჰარი მაგუაირს, ტრავმა აწუხებს და დაზუსტებით არავინ იცის, იქნება თუ არა ტურნირის მსვლელობისას იგი სათანადო ფორმაში. უნდა აღინიშნოს, რომ უაითს "ბრაიტონში" შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და პრემიერ ლიგის გუნდებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მცველის სტატუსი მოიპოვა - თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მის გუნდზე, რომელმაც სეზონი მე-16 ადგილზე დაასრულა.

სხვა სტატიები