Belive

ალექსანდრ ლაკაზეტი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

31 წლის ფრანგი ცენტრფორვარდი - ალექსანდრ ლაკაზეტი "ლიონში" დაბრუნდა. მან ლონდონის "არსენალი" დატოვა და მშობლიურ კლუბს უფასოდ შეუერთდა.

ლაკაზეტმა "ლიონთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. როგორც ჩანს ქალაქი ლიონი ლაკაზეტის კლუბში დაბრუნებას აღნიშნავს, მთელს ქალაქში გამოკრულია ფრანგი ფეხბურთელის ბანერები და პლაკატები. ალექსანდრ ლაკაზეტმა საფეხბურთო კარიერა სწორედ "ლიონში" დაიწყო, თავდაპირველად "ლიონი II"-ში ირიცხებოდა, შემდეგ კი 2010-წლიდან 2017-წლამდე პირველ გუნდში თამაშობდა, სადაც 275 თამაშში 129 გოლი გაიტანა და 43 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.  

სხვა სტატიები