Belive

ალექსანდრე იაშვილი: "გვინდა ბელარუსთან მატჩს ვაისთან ერთად შევხვდეთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა სოციალური ქსელის პორდაპირ ეთერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხეს. სფფ-ს ხელმძღვანელებმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრეს, მათ შორის ვლადიმირ ვაისის კონტრაქტსა და გიორგი მელქაძის მოქალაქეობაზე. "ვლადიმირ ვაისს კონტრაქტი მარტის ბოლოს უმთავრდება, მანამდე კი ერთა ლიგის ნახევარფინალი უნდა გვეთამაშა. ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ იმ პოზიციას, რომ კმაყოფილები ვართ მისი მუშაობით და სწორედ ამიტომ არის ის ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი ნაკრების მწვრთნელი. მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ჩვენი მიზანია, რომ ერთა ლიგის ფლეი-ოფებისთვის ვაისთან ერთად მოვემზადოთ. ამ ყველაფერს დრო სჭირდება და დარწმუნებული ვარ ბელარუსთან მატჩს მასთან ერთად შევხვდებით. ჩვენ გიორგი მელქაძის ოჯახს 2 წლის წინ ვესაუბრეთ, თუმცა ფიფას ახალი წესდებით ფეხბურთელების გადმობირება გართულებულია. მათი სურვილის შემთხვევაშიც კი, თუ ფეხბურთელს ორმაგი მოქალაქეობა არ აქვს და ერთი ქვეყნის რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები აქვს, მისი სხვა ქვეყნის ნაკრებში თამაში შეუძლებელია. ჩვენ ფიფასთან ამ წესის შეცვლაზე ვმუშაობთ",-თქვა ალექსანდრე იაშვილმა.

სხვა სტატიები