Belive

ალექსანდრე იაშვილმა მიქაუტაძის საკითხზე კომენტარი გააკეთა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე ქართული წარმოშობის თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის შესახებ ტელეკომპანია Pos Tv-ის ეთერში ისაუბრა. „წინასწარ საუბარი არ მიყვარს, არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ გვაქვს კომუნიკაცია და ჩვენი დიდი სურვილია, რომ ყველა იმ ფეხბურთელმა, რომლსაც კანონით აქვს უფლება საქართველოს ნაკრებში ითამაშოს, ამისი შესაძლებლობა მიეცეთ და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. იქამდე, ვიდრე, მას საქართველოს მოქალაქის პასპორტი არ ექნება და შესაძლებლობა არ მიეცემა, რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშოს, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. დარწმუნებული ვარ, ვილი სანიოლის ფაქტორი მისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება და ფრანგულად საუბარი ადაპტაციას დამატებით გაუადვილებს, თუმცა გიორგი ქართულად შესანიშნავად ლაპარაკობს“, - თქვა იაშვილმა. დიდი ალბათობით, "ნიცას" საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელი, რომელიც ბელგიურ "სერაინშია" განათხოვრებული, საქართველოს ნაკრებს მარტის თვეში შეუერთდება და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასამართ სამ შეხვედრაში დაეხმარება.

სხვა სტატიები