Belive

ალექსეი ნავალნი აბრამოვიჩის წინააღმდეგ: რუსული ოპოზიციის ლიდერი სანქციების დაწესებას ითხოვს

3 წლის წინ ფეხბურთი
5 წთ
რუსული ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ იმ 8 რუსი გავლენიანი ფიგურის სახელი და გვარი გამოაქვეყნა, რომელიც დასავლეთის მთავრობების მხრიდან სანქციებით უნდა დაისაჯოს. მათ შორის ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩია დასახელებული. აბრამოვიჩის სახელი სიაში ნავალნის ასოცირებულმა თანამშრომელმა, ვლადიმერ აშურკოვმა შეიტანა. მასთან ერთად, ჩამონათვალში "არსენალის" ყოფილი აქციონერი, ალიშერ უსმანოვი მოხვდა. ნავალნი მათ კლეპტოკრატიის მთავარ შემქმნელებს უწოდებს, თუმცა ორივე მათგანი ბრალდებებს მკაცრად უარყოფს.

ვინ არის ნავალნი?

44 წლის პოლიტიკოსი რუსეთის ოპოზიციის ლიდერია, რომელიც წლების განმავლობაში რუსულ პოლიტიკურ ელიტაში კორუფციული საკითხების გამოძიებას ცდილობდა. ის 2019 წლის აგვისტოში მოწამლეს, რაც მან ვლადიმირ პუტინს დააბრალა. კრემლი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ბრალდებას უარყოფენ, თუმცა რუს ოპოზიციონერს თანამემამულე გამომძიებელი ჟურნალისტები მხარს უჭერენ. ევროპულ ლაბორატორიებში განაცხადეს, რომ ნავალნი "ნოვიჩოკის" ტიპის, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი საწამლავით იყო მოწამლული. წინა კვირაში ნავალნი რუსეთში დაბრუნების შემდეგ, დააკავეს და 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას ბრალად პირობითი მსჯავრის წესების დარღვევა ედება. ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი, ნავალნის გათავისუფლებას ითხოვდნენ.  ჯეიკ სალივანმა, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანაშემწემ და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დაკავების ფაქტი გააკრიტიკეს. ნავალნის დაკავების შემდეგ, მისმა ასისტენტმა აშურკოვმა რუსული ბიზნესისა და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელთა 8-კაციანი სია გამოაქვეყნა, რომელიც მისი თქმით, თავად ნავალნიმ, მოსკოვში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე შეადგინა. ამ ჩამონათვალში "არისტოკრატების" რუსი მფლობელიც შედიოდა.
Roman Abramovic remains in Chelsea — agodux on Scorum

  სიაში ასევე უსმანოვიც მოხვდა, უზბეკეთში დაბადებული რუსი ოლიგარქი, რომელიც ადრე "მეთოფეთა" წილის მფლობელი გახლდათ. მას ასევე კავშირი აქვს პრემიერლიგის კიდევ ერთ კლუბ "ევერტონთან". მისი კომპანია USM "კანფეტების" საწვრთნელი ბაზის ფუქნციონირებას აფინანსებს. 2020 წელს "ევერტონის" ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ USM-მა 30 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რათა კლუბს ლივერპულის ნავსადგურებთან ახალი სტადიონის აშენების უფლება მოეპოვებინა. აბრამოვიჩის წარმომადგენლებმა ბრალდებები უარყო და თქვა: "ასეთ პრეტენზიებს საფუძველი არ აქვს", ხოლო "ევერტონისა" და უსმანოვის ჰოლდინგის წევრებმა, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.

რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს?

ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოწვევა სურდათ, რათა ნავალნის დაკავების გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება განიხილონ. ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ნავალნის დაკავების მისამართით გამოთქმული პრეტენზიები: "პატივი ეცით საერთაშორისო სამართალს, ნუ შელახავთ სუვერენული სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობას და თქვენს ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე იზურნეთ", - წერს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა Facebook-ზე.
Roman Abramovich, After Visa Troubles in Britain, Surfaces in Israel - The New York Times

რას ნიშნავს ეს ინგლისური ფეხბურთისთვის?

2018 წელს, ბრიტანეთის მთავრობამ აბრამოვიჩის ინვესტორთათვის განკუთვნილი ვიზა არ განუახლა, ეს დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის დიპლომატიური დაძაბულობის დროს მოხდა. მას შემდეგ, აბრამოვიჩი "სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ არცერთ მატჩს არ დასწრებია. კითხვაზე, აპირებს თუ არა დიდი ბრიტანეთი აბრამოვიჩის ან უსმანოვისთვის სანქციების დაწესებას, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კაბინეტის სპიკერმა თქვა: "გასული წლის ოქტომბერში ჩვენ გავყინეთ აქტივები და დავაწესეთ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ბატონი ნავალნის მოწამვლაზე. ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს და თანამშრომლობას ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხის დასადგენად. რაც შეეხება სპორტულ მხარეს, პრემიერ ლიგამ ამ ამბავთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. რომან აბრამოვიჩმა "ლურჯები" 2003 წელს ჩაიბარა და მას შემდეგ გუნდის ისტორიაში ოქროს ხანა დაიწყო. ამ პერიოდში ლონდონელებმა 5-ჯერ მოიგეს პრემიერ ლიგა, 5-ჯერ ინგლისის ასოციაციის თასი, 3-ჯრ ლიგის თასი, ორ-ორჯერ ინგლისის სუპერთასი და ევროპის ლიგა და ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.
No description available.

სხვა სტატიები