Belive

ალექსის სანჩესი დაბრუნდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ალექსის სანჩესი მოედანზე დაბრუნდა. ეს იტალიის თასის 1/8-ფინალში მოხდა, სადაც "ინტერმა" "კალიარის" 3:1 მოუგო. ჩილელი შემტევი "ნერაძურის" ძირითად შემადგენლობაში იყო. ის მოედანზე იტალიური კლუბის მაისურით 2019 წლის 12 ოქტომბრის შემდეგ პირველად გავიდა, ეროვნულ გუნდში კი კოლუმბიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. 31 წლის ფეხბურთელმა, რომელიც იტალიურ გრანდში "მანჩესტერ იუნაიტედიდანაა" განათხოვრებული, ამ სეზონში "ინტერის" მხოლოდ ხუთ მატჩში ითამაშა და 1 გოლის გატანა მოახერხა. მისი გუნდი სერია A-ში მეორე პოზიციაზეა, კოპა იტალიაზე კი მეოთხედფინალში.

სხვა სტატიები