ალექსის სანჩესი: “კონტესთან გალიაში დამწყვდეული ლომივით ვიყავი”

ჩილელმა თავდამსხმელმა, ალექსის სანჩესმა, რომელმაც იტალიის სუპერთასის შეხვედრაში, დამატებულ დროში, ტურინის “იუვენტუსის” კარში გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1) საკუთარი სათამაშო ფორმის შესახებ ისაუბრა.

ნამდვილი ჩემპიონები რაც უფრო მეტს თამაშობენ, უფრო კარგად გრძნობენ თავს. “ლაციოსთან თამაშის შემდეგ, მზად ვიყავი “იუვენტუსთან” სათამაშოდ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს.

კონტესთან ერთად თავს გალიაში დამწყვდეული ლომივით ვგრძნობდი. მაქსიმუმ 15 წუთით გავდიოდი მოედანზე, რადგან მწვრთნელმა თქვა, რომ მხოლოდ მე შემეძლო ამ მოკლე დროში რაიმეს შეცვლა. მე ვცდილობ დავამტკიცო, რომ მოედანზე მეტი დროის გატარებით უფრო სასარგებლო ვარ, მაგრამ კონტეს საკუთარი შეხედულება ჰქონდა”, – თქვა 33 წლის ფორვარდმა.

2020 წლის სექტემბერში, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გადასვლის შემდეგ “ბარსელონას” და “არსენალის” ყოფილმა მეგოლემ “ნერაძურის” მაისურით 88 მატჩში 15 გოლის გატანა და 21 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა და იტალიის ჩემპიონობისა და სუპერთასის მოგება მოახერხა.

 

ალექსის სანჩესი: “კონტესთან გალიაში დამწყვდეული ლომივით ვიყავი”

სტატიის ავტორი
-