Belive

ალექსის სანჩესი მნიშვნელოვან ცვლილებებზე საუბრობს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოლე გუნარ სოლსკიაერის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ბრწყინვალედ ასპარეზობს. "წითელმა ეშმაკებმა" მკვეთრად გამოასწორეს თამაშის ხარისხი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები მოიპოვეს. ალექსის სანჩესმა ოლე გუნარ სოლსკიაერის დანიშვნის შემდეგ მომხდარ მთავარ ცვლილებებზე ისაუბრა. ჩილელი ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ სოლსკიაერის მოსვლით გულშემატკივრებს იმედი კვლავ დაუბრუნდათ. "საბოლოოდ, მხოლოდ ნაჩვენები რეზულტატი განსაზღვრავს ცვლილებას. მოხარული ვარ, რომ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ვიმყოფებით. არა მხოლოდ მინდორზე, არამედ ტრიბუნებზეც - "ოლდ ტრაფორდზე" განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს. ფანებს იმედი დაუბრუნდათ და ჩვენი კვლავ სჯერათ. ყოველივე ეს პოზიტიურია და მეტ სტიმულს გვაძლევს", - აღნიშნა ალექსის სანჩესმა.

სხვა სტატიები