Belive

ალექსის სანჩესით ფრანგული გრანდი ინტერესდება

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
„მანჩესტერ იუნაიტედში“ დიდი არეულობაა, დაწყებული იმით, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო „ბეწვის ხიდზე“ გადის პოსტის შენარჩუნებასთან დაკავშირებით - ასევე დიდი მითქმა-მოთქმა მიმდინარეობს პოგბასა და ალექსის სანჩესთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი „იუნაიტედის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მისი თამაშით ძალიან უკმაყოფილონი არიან მანჩესტერში. სანჩესის ბედი თითქმის გადაწყვეტილია, მისი მაქსიმუმი კლუბში ეს სეზონია, თუმცა შესაძლოა მან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც დატოვოს კლუბი. Skysports იუწყება, რომ 29 წლის ჩილელი ფეხბურთელით „პსჟ“ ინტერესდება და ისინი ზამთარშივე შეეცდებიან მის გადაბირებას.

სხვა სტატიები