Belive

დე ხეა თუ ალისონი? შეკითხვაზე პასუხი გავლენიანმა მედიაგამოცემამ გასცა

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
გავლენიანი გამოცემა GiveMeSport პრემიერლიგის ორ საუკეთესო მეკარეს სტატიას უძღვნის, რომელიც ასე იწყება: "მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები პრემიერლიგაში თამაშობენ". მრავალი წლის განმავლობაში, დევიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" უდავო მეფეა, ის გუნდისთვის თავდადებული პიროვნება და მეკარეა, საოცარი სეივებით კი არა მხოლოდ მანჩესტერელებს, არამედ მთელ მსოფლიოს აოცებს. ასევე აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ესპანელმა ოთხჯერ გამორჩეული ფეხბურთელის ჯილდო აიღო. 2018 წლის ზაფხულში პრემიერლიგაში დე ხეას საკმაოდ ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა ალისონ ბეკერის სახით, რომელმაც ლორის კარიუსის ადგილი მოიპოვა და "ლივერპულის" კიპერი გახდა. პრემიერლიგის მაყურებელთა უმრავლესობის აზრით დე ხეა პრემიერლიგის გამორჩეული მეკარეა, თუმცა ალისონის გამოჩენის შემდეგ მათი აზრი ორად გაიყო - ერთნი, რომელნიც დე ხეას ადგილს არ უცვლიან, ხოლო მეორენი აღნიშნავენ, რომ წელს ლივერპული, ისევე როგორც ალისონი პრემიერლიგის გამორჩეული ფიგურები არიან. საინტერესოა როგორია დე ხეასა და ალისონის სტატისტიკური მონაცემები. სტატისტიკამ აჩვენა, რომ ალისონ ბეკერმა გუნდი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 4.8-ჯერ გადაარჩინა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კომპონენტში დე ხეას მაჩვენებელი 3.1-ია, რაც საუკეთესოობის მხრივ მე-5 მაჩვენებელია პრემიერლიგაში. სტატიის მიწურულს GiveMeSport-მა გრაფიკული გამოსახულებები გამოიტანა, სადაც ასახულია ალისონისა და დე ხეას გადარჩენილი გოლები, ისევე როგორც გაშვეული გოლები.
გიოჯი2 დე ხეა
 
 

სხვა სტატიები