Belive

ალისონმა ოქროს ბურთის მოგების შესაძლებლობაზე ისაუბრა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მაისურით ჩატარებული ფენომენალური სეზონის პარალელურად, ალისონმა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაშიც გასაოცარი ასპარეზობით დაგვამახსოვრა თავი. მიუხედავად საკლუბო და სანაკრებო დონეზე მიღწეული წარმატებისა, ბრაზილიელი კიპერი მიიჩნევს, რომ იგი ოქროს ბურთის მოპოვების ფავორიტთა შორის არაა. ოქროს ბურთის ისტორიაში მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მეკარე უპრესტიჟულესი ჯილდოს მფლობელი გახდა. 1963 წელს, ლევ იაშინმა ოქროს ბურთი მოიპოვა. "ამ ჯილდოს მისაღებად უამრავი გასაოცარი სპორტსმენი იბრძვის. მე უბრალოდ მეკარე ვარ", - აღნიშნა ალისონმა.    

სხვა სტატიები