Belive

ალკანტარა: ,,ლა მასია ჩემთვის საფეხბურთო სკოლაზე მეტი იყო''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ლივერპულის'' ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ, კატალონიის ,,ბარსელონაში'' გატარებული პერიოდი გაიხსენა. ნახევარმცველმა, ასევე, ,,მერსისაიდულ'' გუნდში გადასვლაზე ისაუბრა:
,,ლა მასია (ბარსელონას აკადემია) ჩემთვის საფეხბურთო სკოლაზე მეტი იყო. იქ ადრეული ასაკიდან მოწინააღმდეგის, თანაგუნდელის, მწვრთნელისა და ყველა იმ ადამიანის პატივისცემას გასწავლიან, ვინც შენ გარშემოა. რაც შეეხება ,,ლივერპულში'' გადასვლას, ახალი გამოწვევები მჭირდებოდა. ახალ გუნდსა და ახალ ჩემპიონატში თამაში ჩემთვის საინტერესო იყო. მინდოდა, რომ ასპარეზობა უმაღლეს დონეზე გამეგრძელებინა და ტიტულებისთვის მებრძოლა. სწორედ ამიტომ გადმოვედი აქ. ასევე, იურგენ კლოპთან ერთად მუშაობა მსურდა,'' - ტიაგოს სიტყვებს Marca ციტირებს.
ალკანტარა ,,ბარსელონას'' ძირითად გუნდში 2009-2013 წლებში თამაშობდა. ნახევარმცველი ,,ლივერპულში'' გასულ ზაფხულს მიუნხენის ,,ბაიერნიდან'' გადავიდა. მიმდინარე სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა ,,მერსისაიდელთა'' მაისურით 25 მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები