Belive

ალკანტარა მიდის, ჰავერცი მოდის?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის გახსნის მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო აქტიურდება შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველი გუნდების ინტერესები ამა თუ იმ ფეხბურთელის მიმართ. მიუნხენის "ბაიერნის" ინტერესი კაი ჰავერცისადმი საკმაოდ დიდი ხანია აქტუალური საკითხია და ფაქტობრივად ყველანაირი ინფორმაცია ცნობილია. "ლევერკუზენის" მესვეურები აცხადებენ, რომ ფეხბურთელს საკმაოდ მაღალი სატრანსფერო ღირებულება ექნება, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი მას არ შეელევა. თავად მიუნხენელები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჰავერცი მომდევნო სეზონიდან "რეკორდმაისტერის" მაისურით ასპარეზობდეს. ტრანსფერის სისრულეში მოყვანის საკითში თომას მიულერიც ჩაერთო, ფეხბურთელი შეეცადა, რომ ჰავერცისათვის დაენახებინა, რომ "ბაიერნი" მისთვის ოპტიმალური გამოსავალია. ბოლო ინფორმაციის თანახმად "ბაიერნი" მზადაა ტრანსფერზე ტიაგო ალკანტარა დააყენოს, რათა შემდგომში ჰავერცის შესაძენად საჭირო ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი ამოიღოს. 60 მილიონ ევროდ შეფასებული ტიაგო ალკანტარას შეძენით კი ლონდონის "ჩელსია" დაინტერესებული.

სხვა სტატიები