Belive

ალკანტარას დებიუტი პრემიერ ლიგაში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სულ ცოტა ხნის წინ ლონდონში დასრულდა "ჩელსისა" და "ლივერპულის" შეხვედრა, სადაც სტუმრებმა მანეს დუბლით ანგარიშით 0:2 გაიმარჯვეს და მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. დიდ ინტერესს იწვევდა, შედგებოდა თუ არა "ლივერპულის" ახალწვეული ტიაგო ალკანტარას დებიუტი. კლოპმა ესპანელი ნახევარმცველი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გუნდის კაპიტნის, ჰენდერსონის ნაცვლად შემოიყვანა. ტიაგომ შემოსვლიდან 75 გადაცემა შეასრულა, რაც მინიმუმ 17 გადაცემით მეტია, ვიდრე "ჩელსის" ნებისმიერი ფეხბურთელის მიერ შესრულებული გადაცემები 90 წუთის განმავლობაში.

სხვა სტატიები