Belive

"ალკმაარის" სტადიონზე სახურავი ჩამოინგრა (ფოტო/ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
  საფეხბურთო კლუბ "ალკმაარის" "AFAS არენაზე" დღეს ერთ-ერთი ტრიბუნა ჩამოინგრა. 17 000 იანი სტადიონის კონტრუქცია ჰოლანდიაში მომძლავრებულმა ქარმა შეიწირა. საბედნიეროდ სტადიონზე ამ დროს არავინ იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა. "ალკმაარს" მომავალი ტურის შეხვედრა სტუმრად "ვაალვიკთან" აქვს, თუმცა ევროპა ლიგაზე "მარიუპოლთან" შეხვედრა სავარაუდოდ გადაიდება ან სხვა სტადიონზე გაიმართება. ეს პირველი პრობლემა არაა, რომელიც ამ სტადიონზე შეიქმნა. 2013 წელს "ატრომიტოსთან" მატჩის დროს სტადიონზე ხანძარი გაჩნდა და გულშემატკივრის ევაკუაცია მოხდა, მატჩი კი 57-ე წუთზე შეწყდა და ერთი დღის შემდეგ დასრულდა  

სხვა სტატიები