Belive

ალკმაარი ჩემპიონთა ლიგაზე აიაქსის ადგილს ითხოვს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვეტილება მიიღო, რისი მიხედვითაც ერედივიზიონის სეზონი აღარ განახლდება. ჩემპიონატის გამარჯვებულად "აიაქსი" გამოცხადდა, რომელმაც, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურიც მიიღო. ჩემპიონატის შეჩერების დროს ამსტერდამელებსა და "ალკმარს" 56-56 ქულა ჰქონდათ, თუმცა "აიაქსს" უპირატესობა ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მიენიჭა. აღნიშნულს აპროტესტებს "ალკმაარი", რომელიც ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციის გადაწყვეტილებას UEFA-ში ასაჩივრებს. მათი თქმით, ჩემპიონის გოლების შეფარდებით გამოვლენა ობიექტური არ არის.
"ჩვენ ინფორმირებული გავხადეთ "ალკმაარი", რომ არაფერი შეიცვლება. ევროტურნირების საგზური 3 კრიტერიუმის მიხედვით გავანაწილეთ: გამჭირვალობა, ობიექტურობა და სპორტული პრინციპი," - ამბობს ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციის სპიკერი იაპ პაულსენი.

სხვა სტატიები