Belive

ალკოიანოს 41 წლის მეკარის ბრწყინვალე მიღწევა რეალის წინააღმდეგ

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

კოპა დელ რეიზე, 2021 წლის ყველაზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა. ესპანეთის მე-3 ლიგის კლუბმა “ალკოიანომ” თასზე შინ “რეალი” მიიღო და დამატებით დროში 2:1 გაიმარჯვა. გუნდმა, რომლის სატრანსფერო ღირებულება მხოლოდ 2 მილიონია, მადრიდელთა ბარიერი დაძლია. "ალკოიანოს" მეკარე, რომელიც 41 წლის გახლავთ, მიმდინარე სეზონში პირველი მეკარეა, რომელმაც ერთ მატჩში 10 სეივის გაკეთება შეძლო. 1979 წელს დაბადებულმა მეკარემ - ხოსე ხუან ფიგერასმა პირველად ლა ლიგაში 2003 წელს, "სელტას" მაისურით ითამაშა. მას შემდეგ მას ესპანეთის ჩემპიონატში ნათამაშები არ აქვს.

სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ 41 წლის მეკარემ სამეფო კლუბის წინააღმდეგ გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა და 10 სეივი გააკეთა, იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" კოპა დელ რეის 1/16 ფინალიდან გამოეთიშა. ისინი ესპანეთის მესამე დივიზიონის კლუბ "ალკოიანოსთან" დამატებით დროში, საბოლოო ანგარიშით 2:1 დამარცხდნენ.

სხვა სტატიები