ალფონსო დევისი გულის პრობლემის გამო დროებით ვარჯიშს წყვეტს

მიუნხენის “ბაიერნში” კორონავირუსი მძვინვარებს, სწორედ ამ ფაქტზე სასაუბროდ, “რეკორდმაისტერების” თავკაცმა – იოლიან ნაგელსმანმა, პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებს კლუბში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

34 წლის თავკაცის თქმით, “ბაიერნში” კორონავირუსი კვლავ მოდებულია, რის გამოც შაბათს გასამართი შეხვედრისთვის, სადაც “ბაიერნი” “კიოლნს” ესტუმრება, კლუბის არცერთი ფეხბურთელი 100%-ით მზად არ არის სათამაშოდ. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც სრულიად გამოჯანმრთელებულია და თამაშში ბოლომდე დახარჯვას შეძლებს, კლუბის კაპიტანი – მანუელ ნოიერია.

ასევე უნდა გაცნობოთ არასასიამოვნო ამბავი, ჩვენი კლუბის ფეხბურთელს და ერთ-ერთ ლიდერს, ალფონსო დევისს, კორონავირუსმა გულზე პრობლემები შეუქმნა. კერძოდ, მას დაუტოვა გულის კუნთის ანთება, რის გამოც იგი იქამდე ვერ ივარჯიშებს, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანს გამოტოვებს დევისი, თუმცა მინდა მას ჯანმრთელობა ვუსურვო. – ნათქვამია ნაგელსმანის განცხადებაში.

 

(224)

ალფონსო დევისი გულის პრობლემის გამო დროებით ვარჯიშს წყვეტს

სტატიის ავტორი
-