Belive

ალტობელი: "ინგლისელებს მხოლოდ ერთი ჟანგიანი თასი აქვთ, ტყუილად სჯერათ, რომ საუკეთესოები არიან"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევრო 2020-ზე იტალიელების შესანიშნავი პერფორმანსები და ტრიუმფალური სვლა ჩემპიონობისაკენ, ღირსეულად დაგვირგვინდა - "სკუადრა აძურა" ევროპის ჩემპიონია. საფინალო მატჩის წინ ფეხბურთის ექსპერტების მოსაზრება ორ ნაწილად იყოფოდა, თუმცა ოდნავი უპირატესობა მაინც ინგლისის ეროვნულ ნაკრებს მიანიჭეს. ფინალური მატჩის დასრულებისა და იტალიელების ჩემპიონობის შემდეგ, არაერთმა ადამიანმა გამოხატა აზრი, რომ ტურნირის ჩემპიონობას მხოლოდ იტალია იმსახურებდა, მათ შორისაა ალესანდრო ალტობელიც. იტალიის ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა, რომ "უემბლიზე" იტალიის ინგლისის წინააღმდეგ გამარჯვება მისთვის ძალიან სასიხარულოა. ამასთან, მან ინგლისის ნაკრების შესახებ დამცინავი განცხადებაც გააკეთა.
"ევრო 2020-ის იტალიის გამარჯვებით დასრულება ერთმნიშვნელოვნად სასიხარულოა, განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საფინალო შეხვედრა ინგლისის წინააღმდეგ "უემბლიზე" იმართებოდა, რაც მათთვის ერთგვარი "კომფორტის ზონა" იყო. ინგლისელებს სჯერათ, რომ საუკეთესოები არიან, არადა მხოლოდ ერთი ჟანგიანი თასი აქვთ 1966 წლიდან, რაც ცხადყოფს რეალურად მათ ძალას", - აცხადებს ალტობელი.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელების დამარცხების შედეგად, იტალიამ ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო.

სხვა სტატიები