Belive

ალვარესი: ,,ის, რომ შეგვიძლია, დავეხმაროთ მესის მიაღწიოს იმას, რისთვისაც ამდენი წელი იღწვოდა, უდიდესი სიამოვნებაა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელმა, ხულიან ალვარესმა, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ისაუბრა:

,,ჩვენ მესის თამაშის ყურებით გავიზარდეთ, ის ბავშვობაში ჩვენი კერპი იყო.

ნაკრებთან ერთად მისი გულშემატკივრობიდან ახლა უკვე ქვეყნის მასთან ერთად ერთ დონეზე წარდგენა უდიდესი ბედნიერების მომტანია ნებისმიერი ადამიანისთვის. ის, რომ შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ ნაკრების წარმატებაში და დავეხმაროთ მესის მიაღწიოს იმას, რისთვისაც ამდენი წლის განმავლობაში იღწვოდა, არის უდიდესი სიამოვნება, ბედნიერება და სიამაყე,'' - ალვარესის სიტყვებს Marca ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.

ხულიან ალვარესმა მუნდიალზე 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები