Belive

ალვარო მორატა: "ატლეტიკოში თამაში წლების განმავლობაში მინდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი, ალვარო მორატა, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი "ატლეტიკოში" იჯარის წესით გაატარა, კვლავ მადრიდიში თამაშის სურვილს გამოხატავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან BBC Sport-თან ისაუბრა. "ატლეტიკოდან წასვლაზე არც მიფიქრია. მინდა, რომ ჩემს მომავალთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს. ამ გუნდში თამაში ძალიან მომწონს და მინდა რომ "ატლეტიკოს" ღირსება დიდი ხნის განმავლობაში დავიცვა. ცხადია, ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ჩემი აზრი არ არის მნიშვნელოვანი. საჭიროა ძალიან ბევრი ნიუანსის გათვალისწინება, თუმცა მე ყველაფერს ვიზამ, რომ კვლავ "ატლეტიკოში" ვითამაშო," აღნიშნა 26 წლის ესპანელმა ფორვარდმა. აღსანიშნავია, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" ქომაგებმა მორატა თავიდან ძალიან ცუდად მიიღეს - ეს არც იყო გასაკვირი, რადგან მორატა ადრე "რეალის" ფეხბურთელი იყო. ზამთრის შემდეგ, მორატამ გუნდში 17 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 6 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები