Belive

ალვეშის დისკვალიფიკაცია ძალაშია - ბარსელონას აპელაცია არ დააკმაყოფილეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,ბარსელონამ'' ლა ლიგის გადაწყვეტილება დანი ალვეშის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის შესახებ გააპროტესტა, თუმცა სააპელაციო კომიტეტმა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შედეგად, ბრაზილიელი ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო ორ შეხვედრას გამოტოვებს - ალვეში კატალონიურ გუნდს ,,ესპანიოლთან'' (13 თებერვალს) და ,,ვალენსიასთან'' (20 თებერვალს) მატჩებში ვერ დაეხმარება. 38 წლის მცველი ლა ლიგამ, გასულ ტურში, მადრიდის ,,ატლეტიკოსთან'' დაპირისპირებაში, იანიკ კარასკოს წინააღმდეგ უხეშობისთვის დასაჯა. მიმდინარე სეზონში ალვეშის ანგარიშზე ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 5 შეხვედრაში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები