Belive

ალჟირის ნაკრების მწვრთნელმა მაჰრეზსა და ბენრაჰმას თმის გადაღებვა მოსთხოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

აფრიკაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები მიმდინარეობს. ალჟირის ნაკრებთან ერთად იმყოფებიან პრემიერ ლიგის გამორჩეული ფეხბურთელები, რიად მაჰრეზი და საიდ ბენრაჰმა. "მანჩესტერ სიტისა" და "ვესტ ჰემის" ალჟირელ ლეგიონერებს თმა ქერად ჰქონდათ შეღებილი, თუმცა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დჯამელ ბელმადიმ ორივე მათგანს თმის ბუნებრივ ფერზე დაბრუნება მოსთხოვა. როგორც ალჟირელთა ვარჯიშიდან ჩანს, მაჰრეზი და ბენრაჰმა მწვრთნელის მოთხოვნას დაეთანხმნენ.

სხვა სტატიები