Belive

ალჟირის ნაკრების ფეხბურთელი ავტოავარიაში დაიღუპა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
24 წლის ალჟირელი ფეხბურთელი, ბილელ ბენჰამუდა ავტოავარიაში დაიღუპა. "უსმ ალჟერის" ნახევარმცველმა გუშინ ეროვნული ნაკრების მაისურით გოლი გაიტანა. ალჟირმა ამხანაგურ მატჩში კონგო 3:0 დაამარცხა, ბილელმა კი მე-13 წუთზე თავი პენალტით გამოიჩინა. ეროვნულ ნაკრებთან ერთად მოგებული თამაშიდან რამდენიმე საათში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენჰამუდამ სიცოცხლე ტრაგიკული შემთხვევით დაასრულა. ალჟირელი ფეხბურთელი მთელი კარიერის განმავლობაში "ალჟერის" რიგებში ასპარეზობდა. ეროვნულ გუნდში მან 2 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები