Belive

"ამ ორ მატჩს ოფიციალური შეხვედრებისთვის კარგად მოსამზადებლად გამოვიყენებთ" - გიორგი აბურჯანიას კომენტარი რუმინეთთან მატჩამდე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ, 2 ივნისს, რუმინეთის ეროვნულ გუნდთან სტუმრად გასამართი ამხანაგური შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა.
"იმ პერიოდს, რომელიც ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებლად გავიარეთ პროდუქტიულად შევაფასებ. რა თქმა უნდა, ყველანი სექტემბერში გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, მომავალ ორ თამაშს სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ რაც შეიძლება კარგად მოვემზადოთ. ორივე მეტოქე მაღალი დონისაა და ჩემი აზრით, კარგი ტესტ-მატჩები გამოგვივა იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ რაზე გვჭირდება მეტი მუშაობა და რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი სექტემბერისთვის. ​რა თქმა უნდა, ვილი სანიოლის დონის სპეციალისტთან მუშაობა სასიამოვნო და ამავე დროს საამყოა. მას დიდი გამოცდილება აქვს და ყოველთვის ცდილობს ჩვენს დახმარებას, გუნდის თითოეული წევრისთვის მთავარ მწვრთნელთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა", - ციტირებს ესპანური "კარტახენას" 26 წლის შუახაზელის სიტყვებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრები გუნდების დაპირისპირება 2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტის ილიე ოანას სტადიონზე დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები