Belive

ამად დიალო - მომავალი კრიშტიანუ რონალდუ?!

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
  • ლა ლიგის ჩემპიონის 2 ტიტული და ტრიუმფით დასრულებული 4 ჩემპიონთა ლიგა
  • 35-წლის რონალდუ "იუვენტუსის" რიგებში განაგრძობს ტიტულების მოპოვებასა და რეკორდების დამხობას
  • კარიერის განმავლობაში დიალომ რონალდუს მიერ მოპოვებული ტიტულების ნახევარიც რომ მოიპოვოს ის "მანჩესტერ იუნაიტედის" დიდებულ ტრანსფერად ჩაითვლება
"ატალანტას" აღზრდილი ამად დიალო “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელია - დიალომ “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა. ამად დიალოს ტრანსფერთან დაკავშირებით “მანჩესტერ იუნაიტედმა” იტალიურ მხარესთან შეთანხმებას ჯერ კიდევ 5 ოქტომბერს მიაღწია, თუმცა მას შემდეგ, იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით ორმხრივი მუშაობა მიმდინარეობდა. ახლა კი, ბრიტანული მედია იუწყება, რომ ყველაფერი მოგვარებულია, გარდა ერთისა – დიალო ვიზას ელოდება, რომელიც მანჩესტერში ჩაფრენისა და ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდში თამაშის საშუალებას მისცემს. კოტ-დ’ივუარელი ვინგერის სანაცვლოდ, “ატალანტა” €21 მილიონს მიიღებს, თუმცა კონტრაქტში არაერთი დამატებითი პუნქტია ჩადებული, რომლის შედეგადაც, იტალიელებმა შესაძლოა დამატებით €20 მილიონი მიიღონ.
NPS_Article_Header_DT-11601927849868_large
ამად დიალოს ტრანსფერს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა - რიო ფერდინანდი გამოეხმაურა. ფერდინანდი აღფრთოვანებულია ტრანსფერით და მიიჩნევს, რომ დიალო შესაძლოა მომავალი კრიშტიანუ რონალდუ გახდეს. "წითელი ეშმაკების" სახელოვანი მცველის მტკიცებით, დიალოს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდეს.
"ჩვენ შევიძინეთ "ატალანტას" აღზრდილი ბავშვი და ვიმედოვნებთ, რომ ის განსაკუთრებულ კვალს დატოვებს. დააკვირდით მას და მოუსმინეთ ადამიანებს, რომლებიც მის ტრანსფერში იყვნენ ჩართული და დარწმუნდებით, რომ დიალოს ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ საუკეთესო გახდეს." "არ მინდა თავიდანვე რონალდუსთან შედარებით უდიდეს წნეხში მოვაქციო, მაგრამ როდესაც რონალდუ შევიძინეთ, მის შესახებ პორტუგალიელების გარდა არავინ არაფერი იცოდა. დიალო იდენტურ სიტუაციაშია, თუმცა თვალი ადევნეთ მის პერფორმანსს და მოუსმინეთ, თუ როგორი აღტაცებით საუბრობენ მის შესახებ და დარწმუნდებით, რომ სწორი მიდგომისა და მონდომების შემთხვევაში - დიალო საუკეთესო იქნება", - აღნიშნა რიო ფერდინანდმა.
"მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის თაობაზე, ამად დიალომ კომენტარი გააკეთა:
ჩემი ოცნება ახდა. ძალიან ამბიციური ვარ და ვფიქრობ, რომ აქ ყველაფერია იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო. მწვრთნელს უკვე ველაპარაკე და ვიცი, რომ საუკეთესო კლუბში მოვხვდი. გპირდებით, რომ ძალიან ბევრს ვიშრომებ და ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ვითამაშო.”

სხვა სტატიები