Belive

"ამაზე გვარდიოლას და სიტის პრეზიდენტს ვესაუბრე" - იაია ტურემ სამომავლო გეგმები გაამხილა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" და "ბარსელონას" ყოფილმა ნახევარმცველმა იაია ტურემ გაამჟღავნა, რომ სამწვრთნელო კარიერის დასაწყებად მზად არის. "მანჩესტერ სიტიში, მე და პეპ გვარდიოლა ვარჯიშის შემდეგ ხშირად ვსაუბრობდით ბევრ რამეზე. ჩვენ ერთად გავაანალიზეთ თამაშები. მან დაინახა, რომ თამაშის გარჩევის უნარი მაქვს. ზოგჯერ მე ვესაუბრებოდი ხალდუნ ალ მუბარაქს, "სიტის" პრეზიდენტს. ის დამეთანხმა, რომ უნდა მეფიქრა მწვრთნელად გახდომაზე. არასდროს მიფიქრია, რომ მწვრთნელივით ვაზროვნედბი. ვფიქრობ, თამაშის ჩემეული აღქმა კოტ დ'ივუარიდან მოდის, ბავშვობაში მიღებული საფეხბურთო განათლებიდან. ახლა ვფიქრობ, რომ ცუდი არ იქნებოდა, მწვრთნელობა მეცადა", - თქვა 37 წლის აფრიკელმა ფეხბურთელმა. ტურემ "ქალაქელები" 2018 წელს დატოვა და მას შემდეგ 4 თვე ბერძნულ "ოლიმპიაკოსში" ნახევარი წელი კი ჩინურ "ცინდაო ხუანხაიში" დაჰყო.

სხვა სტატიები