Belive

Amazon-ი დიეგო მარადონაზე სატელევიზიო შოუს გადაიღებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კომპანია Amazon Studios-ი სატელევიზიო შოუს გადაღებისთვის ემზადება, რომელიც არგენტინის ნაკრების ლეგენდის, დიეგო მარადონას ცხოვრებას ასახავს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას Football Italia ავრცელებს. გამოცემის თანახმად, უკვე ცნობილია, თუ ვინ შეასრულებს სატელევიზიო შოუში მთავარ როლებს. სერიალი Amazon Prime Video-ს პლატფორმაზე განთავსდება. სერიალი მარადონას ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს ასახავს - მარადონას როლს კი ნასარენო კასერო, ხუან პალომინო და ჰინოლა გოლდშმიტი შეასრულებენ. აღსანიშნავია რომ მარადონას შესახებ ორი ცნობილი ფილმია გადაღებული - ემილ კუსტურიცას "მარადონა" და მარკო რისის "ღმერთის ხელი."

სხვა სტატიები