Belive

Amazon-ი პოლ პოგბას შესახებ დოკუმენტური ფილმების სერიას გადაიღებს

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და საფრანგეთის ნახევარმცველი, პოლ პოგბა კომპანია Amazon-ის დოკუმენტური სერიალების ობიექტივში მოექცევა. 28 წლის ფეხბურთელმა და ტელეკომპანიამ შეთანხმებას მიაღწიეს და გადაწყვეტილია, რომ გულშემატკივარი მომავალ წელს ფრანგი ნახევარმცველის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ რამდენიმესერიიან ფილმს იხილავს. ცნობილია, რომ ფილმში მთავარი აქცენტები პოგბას "წითელი ეშმაკებიდან" წასვლასა და დაბრუნებაზე და ეროვნულ გუნდთან ერთად, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებაზე გაკეთდება. დოკუმენტური სერიალი ასევე წარმოაჩენს მის გავლენას ფეხბურთზე, ასევე ინტერვიუებს ოჯახთან და მეგობრებთან და რა თქმა უნდა, აქამდე გამოუქვეყნებელ ბავშვობის ამსახველ კადრებს.

"პოლ პოგბა თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია, ამიტომ ჩვენ აღფრთოვანებული ვართ, რომ მასთან ვთანამშრომლობთ საერთო სურვილით და მაყურებელს მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ სერიალს შევთავაზებთ. ყველამ ვიცით, თუ რისი გაკეთება შეუძლია პოლს საფეხბურთო მოედანზე, მაგრამ მისი გავლენა ბევრად უფრო შორს მიდის და ის, უეჭველად, მთელი თაობისთვის საკულტო ფიგურაა. ვიდეო უპრეცედენტო წვდომის საშუალებით, ჩვენ გვთავაზობს შესაძლებლობას ვნახოთ თუ როგორია დიდების მიღმა მისი ცხოვრება და ასევე მოედანზე ეს მას საკუთარი სიტყვის თქმის საშუალებას მისცემს", - თქვა Amazon Studios ხელმძღვანელმა, ჯორჯია ბრაუნმა.
შესაძლოა, ფილმში ასახული იყოს პოგბას განსაკუთრებული დამოკიდებულება ვიდეო-თამაშების მიმართ. ინგლისის პრემიერ ლიგის 31-ე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც მისმა გუნდმა "ტოტენჰემს" - 3:1 აჯობა, რამდენიმე საათით ადრე, ფანებმა პოლი Call of Duty-ს ონლაინ ტურნირში ჩართული შენიშნეს. მიმდინარე სეზონში, პოგბას აქტივში "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით ჩატარებული 34 შეხვედრა, 5 გატანილი გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები