Belive

ამბავი რომლითაც მანჩესტერის თითოეული გულშემატკივარი იამაყებს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე საათის წინ "ოლდ ტრაფორდზე" FA CUP-ის ეგიდით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" დაბალ ლიგაში მოასპარეზე "რედინგი" ანგარიშით 2:0 დაამარცხა, გოლები მატასა და ლუკაკუს ანგარიშზეა, რომლებმაც თავი პირველ ტაიმში გამოიჩინეს, მეორე ტაიმში კი მოხდა ამბავი, რომლითაც "წითელი ეშმაკები" ყოველთვის იამაყებენ. მე-60 წუთზე, მოედანზე მატას მაგივრად ტაი ჩონგი გამოვიდა, რომელიც "იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია და კლუბის რიგებში დღეს დებიუტი ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, "მანჩესტერის" მაისური 464-მა ფეხბურთელმა მოირგო, აქედან 49% კი სწორედ კლუბის აღზრდილი იყო, მათ შორის არის ჩონგიც, რომელიც გახდა 231-ე ფეხბურთელი აკადემიიდან. თავის დროზე "იუნაიტედის" აკადემია წარმატებით დაამთავრეს და შემდეგ კლუბში ასპარეზობდნენ: სერ ბობი ჩარლტონი, რაიან გიგზი, დევიდ ბექჰემი, პოლ სქოულზი და ა.შ. ასევე აღნიშვნის ღირსია, რომ "რედინგის" რიგებში დღეს სათადარიგოთა სკამზე იჯდა "მანჩესტერის" აკადემიის კიდევ ერთი აღზრდილი ჯონ ოში, ხოლო პრემიერლიგის მასშტაბით თითქმის ყველა გუნდში შეხვდებით ფეხბურთელს, რომელმაც კარიერა ახალგაზრდა "ეშმაკებში" დაიწყო.

სხვა სტატიები