Belive

ამერიკელმა სტუდენტმა FIFA-ში მოედნის სრული ხედის დასანახად 6500$-იანი მონიტორი შეიძინა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო სიმულატორი FIFA ყოველდღიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ამას ხელს ის ფაქტორიც უწყობს, რომ ვიდეო-თამაშის შემქმნელები საკუთარი პროდუქციის გაუმჯობესებას და მაქსიმუმამდე დახვეწას წლიდან წლამდე ცდილობენ. შესაბამისად, ფეხბურთის გულშემატკივრების საყვარელი გასართობი უკვე არაერთი თინეიჯერის ცხოვრების წესადაც კი იქცა. ამის ნათელი მაგალითია, ამერიკელი ახალგაზრდა, რომელიც სოციალურ ქსელებში გეთსბის სახელითაა ცნობილი. 19 წლის ბიჭი, რომელიც კომპიუტერულ მეცნიერებათა პროგრამის სტუდენტია, ცდილობს "ფიფა" მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში ითამაშოს. იმისათვის, რომ ახალგაზრდამ მატჩის მსვლელობისას მოედნის სრული რაკურსით დანახვა შეძლოს, ამერიკელმა სტუდენტმა "სამსუნგის" "ოდისეი G9 მოდელის" 6500 დოლარად შეფასებული მონიტორი შეიძინა, რომლის სიგანეც 49 ინჩია. ასეთ გარემოში საყვარელი თამაშით სიამოვნების მიღებაზე ალბათ არცერთი "გეიმერი" უარს არ იტყოდა.

სხვა სტატიები