Belive

ამერიკის ნაკრებმა ყატარში საფრთხის გამო შეკრება გააუქმა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკის ნაკრები იანვარში, ყატარში დაგეგმილ შეკრებას აუქმებს. "რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების გამო, ყატარში გასამართი საწვრთბელი შეკრების გადადება გადავწყვიტეთ. ვეძებთ ალტერნატიულ გზებს, რათა კოსტა რიკასთან მატჩისთვის სრულფასოვნად მომზადებულები ვიყოთ",-წერია აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში. ამერიკის ნაკრებს ყატარში შეკრება 2020 წლის 5 იანვარს უნდა დაეწყო. აშშ-ს საჰაერო შეტევის შედეგად ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ირანელი გენერალი კასემ სულეიმანი მოკლეს, საპირისპიროდ ირანი აშშ-ს სამაგიეროს გადახდას დაპირდა.

სხვა სტატიები