Belive

ამჯად ტაჰა: "ყატარმა ეკვადორის 8 ფეხბურთელი მოისყიდა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილმა ბაჰრეინელმა ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა - ამჯად ტაჰამ, 2022 წლის მუნდიალის დაწყებამდე 2 დღით ადრე, სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა.

მისი ინფორმაციით, ყატარელებმა ეკვადორის 8 ფეხბურთელი მოისყიდეს იმისათვის, რომ მასპინძლებმა გახსნითი მატჩი მოიგონ.

"ექსკლუზივი: ყატარმა 8 ეკვადორელი ფეხბურთელი 7,4 მილიონ დოლარად მოისყიდა, რადგან მათ გახსნითი მატჩი ყატარის წინააღმდეგ 0:1 წააგონ (გოლი მეორე ტაიმში). ყატარიდან და ეკვადორიდან უკვე ხუთმა ადამიანმა დაადასტურა ეს ინფორმაცია. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდება. იმედია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელება შედეგზე გავლენას მოახდენს. მსოფლიო წინ უნდა აღუდგეს ფიფას კორუფციას".

შეგახსენებთ, რომ მუნდიალი 2022 სტარტს 20 ნოემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს. მსოფლიო ჩემპიონატს ყატარისა და ეკვადორის დაპირისპირება გახსნის.

სხვა სტატიები