Belive

ამჯერად ტრავმები: ბელარუსმა კაპიტანი და მეკარე დაკარგა  

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბელარუსის ნაკრებს პრობლემები არ ელევა. კლუბებსა და ფედერაციას შორის შეუთანხმებლობის შემდეგ, ამჯერად თავი ტრავმებმა იჩინა. 32 წლის ცენტრალური მცველი ალექსანდრ მარტინოვიჩი ტრავმირებულია და უდიდესი ალბათობით 7 კვირას და შესაბამისად ერთა ლიგის ნახევარფინალსაც გამოტოვებს. გარდა ამისა, ტრავმირებულია გუნდის მთავარი მეკარე სერგეი გურენკო, თუმცა, საქართველოსთან მატჩამდე ის სავარაუდოდ მომჯობინებას მოახერხებს. მათ ნაცვლად, ბელარუსის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ მარხელმა მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის ეგორ ხატკევიჩი და სერგეი კაპროვიჩი გამოიძახა. ბელარუსის ნაკრები 23 და 26 თებერვალს უზებეკეთის და ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები