Belive

ამხანაგური ესტონეთთან: 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წელს ესტონელ თანატოლებთან გასამართი ამხანაგური შეხვედრით დაიწყებს. ახალგაზრდული ეროვნული გუნდი 29 მარტს, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებს. წლის პირველი მატჩი 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში გაიმართება, ტურნირის, რომელსაც საქართველომ და რუმინეთმა უნდა უმასპინძლონ. 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ აღნიშნული შეხვედრისთვის 24 ფეხბურთელისგან დაკომპლექტებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც შემდეგნაირია: მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა გორი). მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი B, ესპანეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბილისი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი). ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), რევაზ ინჯგია (აპოლონ ლიმასოლი, კვიპროსი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ოთარ ფარულავა (გაგრა), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი). თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი თბილისი).

სხვა სტატიები