Belive

ანანიძე ხაბიბის ვიდეოში - ჯანო სპარტაკთან ერთად ვარჯიშობს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე დუბაიშია, სადაც მოსკოვის "სპარტაკთან" ერთად ფორმის აღდგენას ცდილობს. რუსული კლუბი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფება. "სპარტაკს" დუბაიში დაუმარცხებელი მებრძოლი ხაბიბ ნურმაგომედოვი ესტუმრა. მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც "სპარტაკის" მოთამაშეებთან ერთად ანანიძეც ჩანს. შეგახსენებთ, რომ ჯანო 12 სექტემბრის შემდეგ უგუნდოდაა. ქართველმა ნახევარმცველმა ბოლოს ფეხბურთი 1 წლის წინ, "ანორთოსისის" რიგებში ითამაშა. 28 წლის ანანიძე აგვისტოში კვიპროსიდან რუსეთში დაბრუნდა და კონტრაქტი "როტორთან" გააფორმა, თუმცა ფორმის აღდგენა ვერ მოახერხა და გუნდს მალევე დაემშვიდობა.

142998933_420827852338177_7432786366562680556_n
View this post on Instagram

A post shared by Khabib Nurmagomedov (@khabib_nurmagomedov)

სხვა სტატიები