Belive

ანანიძე როტორთან კონტრაქტს გაწყვეტს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უახლოეს პერიოდში ჯანო ანანიძე "როტორთან" კონტრაქტს გაწყვეტს - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. Championat.com-ის თანახმად, ქართველ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს, რის გამოც ის მოედანზე ჯერ ვერ გავა. ჯანოს სურს, რომ ვოლგოგრადული კლუბის წინაშე გულწრფელი იყოს. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში ანანიძემ "სპარტაკი" დატოვა და გარკვეული პერიოდი "ანორთოსისში" გაატარა. 27 წლის ქართველი ნახევარმცველი "როტორს" მიმდინარე ზაფხულს შეუერთდა. როგორც ცნობილია, ჯანოს ხელფასი რუსეთში თვეში 1,7 მილიონ რუბლს შეადგენდა.

სხვა სტატიები