Belive

ანანიძე | "შემოთავაზებები თურქეთიდან, ყაზახეთიდან და არაბეთიდან მქონდა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა ნახევარმცველმა - ჯანო ანანიძემ, სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
"საქართველოში დავბრუნდი და რადგან მოედანზე გასვლა ძალიან მინდოდა, "დინამო ბათუმს" მათთან ერთად ვარჯიში ვთხოვე. ბათუმელები დამთანხმდნენ - უკვე 2 კვირაა მათთან ერთად ვვარჯიშობ. ფორმის აღდგენა მსურს, ზედმეტი კილოგრამებისგან პრაქტიკულად უკვე გავთავისუფლდი. ვვარჯიშობ და ვლადის მიერ შედგენილ პროგრამას აქტიურად მივყვები." "შემოთავაზებები თურქეთიდან, ყაზახეთიდან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან მქონდა. ამ წუთისათვის წასვლა არ მსურს, რადგან ფორმა ჯერ კიდევ არ მაქვს აღდგენილი. სრულფასოვანი პროცესი უნდა გავიარო, ფორმა აღვიდგინო და თამაშს დავუბრუნდე - ამიტომაც ვარ ბათუმში, წინააღმდეგი არც დარჩენაზე ვიქნები. "დინამო ბათუმში" დარჩენა ძალიან მინდა და მოხარული ვიქნები თუ ბათუმელებთან კონტრაქტს ხელს მოვაწერ, მაგრამ გადაწყვეტილება მათი მისაღებია. ამ წუთისათვის სანაკრებო პაუზაა - სიტუაციით ვისარგებლებ და ბიჭებს წარმატებას ვუსურვებ. "დინამო ბათუმთან" ერთად ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა მსურს." "ერთია გუნდთან ერთად მხოლოდ ვარჯიში და მეორე სრულფასოვანი კონტრაქტის გაფორმება. მინდა რაც შეიძლება მალე მოხდეს, რომ მხოლოდ ფეხბურთზე შევძლო კონცენტრირება. ფეხბურთის თამაში მსურს. ასე რომ ბათუმში სიამოვნებით დავრჩები, თუ რა თქმა უნდა ხვალ მადრიდის "რეალიდან" არ დამირეკავენ", - აღნიშნა ჯანო ანანიძემ.
 

სხვა სტატიები