Belive

ანანიძე სპარტაკისგან მილიონ ევროს მიიღებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჯანო ანანიძისა და მოსკოვის "სპარტაკის" 11-წლიანი თანამშრომლობა დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელმა რუსულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია "სპარტაკის" გენერალურმა დირექტორმა ტომას ცორნმა დაადასტურა. ანანიძეს მოსკოველებთან კიდევ 16-თვიანი კონტრაქტი აკავშირებდა. 27 წლის ნახევარმცველმა ხელფასის 2/3-ის კომპენსაცია მოითხოვა. რუსული მედიის თანახმად, "სპარტაკი" ქართველის 8 თვის ხელფასს გადაიხდის, რაც მილიონ ევროს უდრის.

სხვა სტატიები