Belive

ანანიძემ თბილისში დარჩენის მიზეზზე ისაუბრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრები დღეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ტურში სტუმრად ირლანდიას"დაუპირისპირდება. "ჯვაროსნებს" დღევანდელ მატჩში ჯანო ანანიძე დააკლდებათ, რომელიც ტრავმის გამო თბილისში დარჩა. ქართველმა ფეხბურთელმა კონკრეტულ მიზეზებზე რუსულ მედიასთან ისაუბრა. "შვეიცარიასთან მუხლის ტრავმა მივიღე და ექიმებმა დასვენება მირჩიეს. ვლადიმერ ვაისს ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ თბილისში დავრჩენილიყავი," - უთხრა ჯანომ championat.com-ს.

სხვა სტატიები