Belive

ანჩელოტი: "არ გვეგონა, რომ მეორეები ვიქნებოდით"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
პრემიერ ლიგის მე-15 ტურში "შეფილდ იუნაიტედმა" კარლო ანჩელოტის "ევერტონს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი გილფი სიგურდსონმა მე-80 წუთზე გაიტანა. აღნიშნულ შეხვედრაში გამარჯვებით "კანფეტები" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფებიან 29 ქულით. აღსანიშნავია, რომ "შეფილდ იუნაიტედთან" გამარჯვება "ევერტონისთვის" ზედიზედ მე-4 გამოდგა პრემიერ ლიგაში. მატჩის შემდგომ პრესკონფერეციაზე იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ისინი არ ელოდნენ, რომ ამ მომენტისთვის მე-2 ადგილზე იქნებოდნენ. ანჩელოტი აღნიშნავს, რომ მისმა პირველმა სეზონმა "ევერტონში" მოლოდინს გადააჭარბა. გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ ყველფერს გააკეთებს, რათა "ევერტონმა" სეზონის ბოლომდე საუკეთესო ოთხეულში შეინარჩუნოს ადგილი.
" ყოველი შეხვედრა ძალიან რთულია. რთული იყო "შეფილდთან" თამაშიც, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ისინი ცუდ ფორმაში არიან, "შეფილდი" ნამდვილად კარგი გუნდია. ძალიან გახარებულები ვართ, რომ ამ მომენტისთვის მე-2 ადგილზე ვიმყოფებით, სეზონის დასაწყისში ამას არ ველოდით, მაგრამ ახლა გვინდა, რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ სატურნირო ცხრილში მაღალი პოზიცია". "კარგი შემადგენლობა გვყავს. ამ მოთამაშეებთან ერთად ნამდვილად შეგვიძლია კარგი სეზონი ჩავატაროთ. იანვარში სატრანსფერო ფანჯარაზე ფიქრი არ გვჭირდება". "მთავარია, შემართება არ დავკარგოთ და სეზონის ბოლომდე მაქსიმუმი გავაკეთოთ. ამ სეზონში ოთხეულისთვის ბრძოლის ძალა ნამდვილად შეგვწევს".
   

სხვა სტატიები