Belive

ანჩელოტი: "ბოლო პენალტი ვინისიუსს უნდა დაერტყა და საბედნიეროდ ამის საჭიროება არ დადგა"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ აღიარა, რომ გუშინდელ შეხვედრაში მადრიდელები ცუდად თამაშობდნენ. ფინალში გასვლის მიუხედავად, აშკარა იყო, რომ სამეფო გუნდი კარგ თამაშს ვერ აჩვენებდა და იტალიელი მწვრთნელი ამბობს, რომ გუნდი არ არის იმ დონეზე, როგორსაც ისურვებდა.

"რთული თამაში იყო. აშკარაა, რომ გუნდმა კარგად ვერ ითამაშა. ფეხბურთში იოლი მატჩი არ არსებობს. მეტოქე კარგად იყო მომზადებული, მთავარია მოვიგეთ. ჩვენი ცენტრი ცუდად გამოიყურებოდა. ეს პრობლემა ფიზიკურობას არ უკავშირდება, უბრალოდ, ბევრი შეცდომა დავუშვით. ფინალში გასვლას ვგეგმავდით. ჩვენ ვაპირებთ, რომ აღნიშნული ტურნირი გამარჯვებით დავასრულოთ." - განაცხადა ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ.

იტალიელ თავკაცს პენალტების სერიაზეც ჰკითხეს:

"პენალტებში წარმატების გასაღები? გამოცდილება, გამოცდილი ფეხბურთელები. პირველი სამი პენალტი ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელებმა შეასრულეს: კარიმი, კროოსი და მოდრიჩი. შემდეგი ასენსიო იყო, რომელსაც შესანიშნავი დარტყმა აქვს. ბოლო კი, ვინისიუსი. ბოლო პენალტი ვინისიუსს უნდა დაერტყა და საბედნიეროდ ამის საჭიროება არ დადგა."

შეგახსენებთ, რომ დღეს შემდეგი ნახევარფინალური შეხედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს “ბეტისი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. აღნიშნული მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები