Belive

ანჩელოტი: ,,ეს რეალი საუკეთესო გუნდია მათ შორის, რომელშიც ოდესმე მიმუშავია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ,,სევილიასთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,პირველ ტაიმში ბურთის დასაბრუნებლად ბევრი ვიმუშავეთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნახევარი კარგი გამოდგა, მეორე ტაიმში ცოტათი მოვეშვით და გაშვებულმა გოლმა თავდაჯერებულობა დაგვაკარგინა.

საბედნიეროდ, შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გუნდს ენერგია შესძინეს. მიხარია, რომ ასეთი რესურსი გვაქვს. სირთულეებს არ ვაწყდები, მოთამაშეები ჩემს გადაწყვეტილებებს ეთანხმებიან.

ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, თუ საუკეთესო არა, რომელშიც ოდესმე მიმუშავია,'' - ანჩელოტის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ლა ლიგის მე-11 ტურში ,,რეალმა'' ,,სევილიას'' უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. მადრიდელები 31 ქულით სატუნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.

მიმდინარე სეზონში ანჩელოტის გუნდს 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

სხვა სტატიები