Belive

ანჩელოტი: "ევერტონი საჩემპიონო რბოლაში არ მონაწილეობს"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ევერტონის" იტალიელი მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლაში არ მონაწილეობს, მიუხედავად გუნდის მაღალი პოზიციისა სატურნირო ცხრილში. "კანფეტების" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ამტკიცებს, რომ მისი გუნდი მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის მოგებისთვის არ იბრძვის და რომ "ევერტონის" მთავარი ამოცანა სეზონის ბოლოს ევროტურნირების ზონაში ყოფნაა.
"გულახდილად რომ გითხრათ, ჩევნ საჩემპიონო რბოლაზე არ ვფიქრობთ. როგორც სეზონის დასაწყისში განვაცხადე, ჩვენი მიზანი ევროტურნირებზე მოხვედრაა". " ამ მომენტისთვის ჩვენ კარგ მდგომარეობაში ვიმყოფებით და გვინდა, რომ ასე რაც შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუმცა მიმაჩნია, რომ მოცემულ მომენტში საჩემპიონო რბოლაზე საუბარი ჩევნთვის ზედმეტად ბევრია". " თუ სატურნირო ცხრილს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ცხრილის ზედა ნაწილში მაღალ პოზიციებზე ისეთი გუნდები არიან, რომლებისთვისაც იქ ყოფნა უჩვეულოა, მაგალითად, "ვესტ ჰემი", "ასტონ ვილა", "ევერტონი". მოცემულ მომენტში "ჩელსი" და "არსენალი" მაღალ საფეხურებზე არ იმყოფებიან, თუმცა ვთვლი, რომ ეს შეიცვლება",- განაცხადა 61 წლის სპეციალისტმა.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ანჩელოტის გუნდმა 17 ჩატარებულ შეხვედრაში 32 ქულა მოაგროვა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება, ლიდერ "იუნაიტედს" 8 ქულით ჩამორჩება, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ "კანფეტებს" "წითელ ეშმაკებზე" 2 შეხვედრით ნაკლები აქვთ ჩატარებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ პრემიერ ლიგის წლევანდელი სეზონი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს და ცხრილის ზედა ნაწილშიც სიმჭიდროვეა, შესაძლოა, გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი ამ განცხადებით უბრალოდ თავს იზღვევდეს.ნებისმიერ გუნდს ქულების დაკარგვა სატურნირო ცხრილში დაქვეითებად შეიძლება დაუჯდეს და ეს "ევერტონის" შანსი იქნება, თუმცა, ვინ იცის - წინ კიდევ ბევრი მატჩია.  

სხვა სტატიები